საფრანგეთში მყოფმა რუსმა მომღერალმა, ზემფირამ, მიმდინარე წელს ჩაწერა თავისი პირველი კომპოზიცია, რომელსაც "ხორცი" ჰქვია და უკრაინაში ომს ეძღვნება. სიმღერაში არის, მაგალითად, ასეთი ტექსტი: "კალენდარზე გაზაფხულია, რეალობაში - სანგრები და გრძელი რადიუსის რაკეტები. მარიუპოლში შუაღამეა... ჩამოვედით. სად ჩამოვედით? რატომ ჩამოვედით? მთელ დარჩენილ ცხოვრებას პასუხების ძიებაში გავატარებ".
კომპოზიციის ვიდეოკლიპი შედგება ომის თემატიკაზე დახატული სურათებისგან, რომლებიც რუსმა მსახიობმა და რეჟისორმა რენატა ლიტვინოვამ შექმნა. მასვე ეკუთვნის ვიდეოკლიპის რეჟისურა და მონტაჟი. ლიტვინოვამ ვიდეოკლიპი ტელეგრამით გაავრცელა და დაურთო წარწერა: "არ შეიძლება ერთმანეთის ხოცვა. არ შეიძლება თავდასხმა. არ შეიძლება ტყუილების თქმა".
ზემფირა აქამდეც გამოვიდა უკრაინასთან ომის საწინააღმდეგო განცხადებებით. 24 თებერვალს მან გამოაქვეყნა პოსტი სიტყვებით, "არა ომს", ამავე დღეს მოსკოვში გამართულ კონცერტზე მომღერალმა შეასრულა სიმღერა სათაურით, "არ ისროლოთ".
17 მარტს ზემფირამ გაავრცელა ვიდეოკლიპი, რომელიც შეიცავდა უკრაინაში მიმდინარე ომის და რუსეთში, ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე დაკავებული პირების ამსახველ კადრებს.
დაწერეთ კომენტარი