ხუთი ადამიანი იმყოფებოდა „ფოლკსვაგენის" მარკის ავტომანქანაში, რომელიც ბორჯომში, მწვანე მონასტერთან, მდინარე მტკვარში გადავარდა. დაიღუპა ავტომანქანაში მყოფი მე-12 კლასის მოსწავლე, რომელსაც დღეს, 20 მაისს, „ბოლო ზარი" ჰქონდა.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბორჯომიდან იუწყება, ავტომანქანაში მყოფი სხვა ადამიანები მოსწავლეები არ ყოფილან. ისინი ამჟამად ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში არიან. დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. პირველადი დათვალიერებით, მათი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) დაიწყო.
დაწერეთ კომენტარი