"მაკდონალდსმა" განაცხადა, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას თავისი ბიზნესის მიყიდვის შესახებ ალექსანდრ გოვორისთვის, რუსეთში ადგილობრივი ლიცენზიის მფლობელისთვის, რაც მას მისცემს გლობალური სწრაფი კვების გიგანტის რესტორნების მთელ პაკეტს ქვეყანაში და შესაძლებლობას, მართოს რესტორნები ახალი ბრენდით.
"მაკდონალდსმა", რომელიც რუსეთში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქმიანობდა, 19 მაისს გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ შეთანხმება გულისხმობს გარკვეული პირობების დაცვას, მათ შორის მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილებას, რომ დახურვა სავარაუდოდ "უახლოეს კვირებში" მოხდება.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლების შენარჩუნებას მინიმუმ ორი წლის განმავლობაში "იმავე პირობებით". განცხადებაში ნათქვამია, რომ მყიდველი ასევე დათანხმდა, 45 რეგიონში გადაუხადოს თანამშრომლებს ხელფასები, რომლებიც დახურვამდე მუშაობდნენ და ასევე, დააფინანსოს არსებული ვალდებულებები მომწოდებლების, გამქირავებლების მიმართ და კომუნალური მომსახურების მხრივ.
შეთანხმება გაყიდვის შესახებ შედგა სამი დღის შემდეგ მას მერე, რაც მაკდონალდსმა განაცხადა რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ და დაიწყო თავისი რუსული ბიზნესის გაყიდვის პროცესი.
8 მარტს, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყვების შემდეგ ორ კვირაში, გამოაცხადა "მაკდონალდსმა" თავისი რესტორნების მუშაობის შეჩერების შესახებ. „ჩვენი ღირებულებები ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ უაზრო ადამიანური ტანჯვა, რომელიც ხდება უკრაინაში“, - განაცხადა „მაკდონალდსის" პრეზიდენტმა კემპკინსკიმ.
დაწერეთ კომენტარი