22 მაისს კიევში ჩავიდა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რომელიც დღესვე აპირებს სიტყვით გამოვიდეს უკრაინის უმაღლეს რადაში.
ანჯეი დუდა იქნება უცხო ქვეყნის პირველი მეთაური, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა განაცხადა, „თავის გამოსვლაში პრეზიდენტი შეეხება პოლონეთ-უკრაინის ისტორიას და პატივს მიაგებს მათ, ვინც უკრაინისა და ევროპისთვის იბრძვის."
ანჯეი დუდა ასევე პირისპირ შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის; დაგეგმილია დელეგაციების ორმხრივი მოლაპარაკებები.
ბოლო პერიოდში ეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მესამე ვიზიტია უკრაინაში - ანჯეი დუდა კიევს მიმდინარე წლის 23 თებერვალს, რუსული აგრესიის წინა დღეს და 13 აპრილს სტუმრობდა.
პოლონეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა უკრაინის უმაღლეს რადაში

ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი