საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა გუნდმა (გვანცა ზადიშვილი, ნინო თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი) ტაილანდში მსოფლიო თასის ფინალურ შეხვედრაში იტალიის გუნდი დაამარცხა.
თავი გამოიჩინა ნინო თიბილაშვილმა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში, როცა საქართველოს ნაკრები აგებდა 40:38-ს, საჭირო ქულებისა და, შესაბამისად, გამარჯვების მოპოვება შეძლო.
საქართველოს გუნდმა მეოთხედფინალში ინდოეთის ნაკრებს სძლია (45:4), ნახევარფინალში კი ჰონგ-კონგი დაამარცხა (44:40).
გარდა გუნდური ოქროსი, ტაილანდის მსოფლიო თასზე ხმლით ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედალი ნინო თიბილაშვილმა მოიპოვა, ირმა ხეცურიანი კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა გუნდმა 2022 წლის 19 აპრილს სან-პაულუშიც შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება.
დაწერეთ კომენტარი