Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი მინისტრი: „თუ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში შევა ექვს თვეში ან ერთ თუ ორ წელიწადში, თქვენ ცრუობთ“


საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრი კლემან ბონე. პარიზი. 22 აპრილი, 2022 წელი
საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრი კლემან ბონე. პარიზი. 22 აპრილი, 2022 წელი

საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრმა კლემან ბონემ განაცხადა, რომ ნებისმიერ მცდელობას ევროკავშირში უკრაინის შესვლის შესახებ, დასჭირდება 15-20 წელიწადი, რაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იმედს, ქვეყანა სწრაფად მოხვდეს ბლოკში, აქარწყლებს. „უნდა ვიყოთ გულწრფელი. თუ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში შევა ექვს თვეში ან ერთ თუ ორ წელიწადში, თქვენ ცრუობთ", - მიიჩნევს ფრანგი მინისტრი, რომელმაც 22 მაისს საფრანგეთის რადიოს ინტერვიუ მისცა.

ეს შეიძლება მოხდეს 15 ან 20 წელიწადში, ამას ბევრი დრო დასჭირდება. არ მინდა უკრაინელებს ილუზია და სიცრუე შევთავაზო, თქვა მან.

ბონეს კომენტარი გაისმა მას მერე, რაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა წინადადებით, უკრაინა შევიდეს ევროკავშირის გარკვეულ, „ასოცირებულ“ პოლიტიკურ გაერთიანებაში.

„ასეთი კომპრომისები არ გვჭირდება“, - თქვა ზელენსკიმ 21 მაისს კიევში, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ანტონიუ კოსტასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „დამიჯერეთ, ეს არ იქნება უკრაინის კომპრომისი ევროპაში. ეს იქნება კიდევ ერთი კომპრომისი ევროპასა და რუსეთს შორის“, - თქვა ზელენსკიმ.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, რომელმაც 22 მაისს კიევში სტუმრობის დროს პარლამენტს მიმართა, განაცხადა, რომ აქტიურად დაუჭერს მხარს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, მიუხედავად ზოგიერთი სხვა წევრის წინააღმდეგობისა.

XS
SM
MD
LG