Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რევოლუციური გვარდიის მაღალი რანგის წევრი საკუთარ სახლთან მოკლეს


ირანის გავლენიანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალი რანგის წევრი თეირანში, თავის სახლთან მოკლეს, იტყობინება ირანის მედია, „კორპუსის“ მონაცემებზე დაყრდნობით.

საიად ხოდაი „მოკლეს ორი მოტოციკლეტისტის თავდასხმის დროს", იტყობინება სააგენტო IRNA 22 მაისს.

ფოტოს შინაარსი შეიძლება აგრესიულად ან უსიამოვნოდ ჩათვალოთ

სააგენტო მას უწოდებს „სიწმინდის დამცველს“, რასაც „კორპუსი“ იყენებს იმის აღსანიშნავად, რომ იბრძოლა სირიაში ან ერაყში „კორპუსის“ ელიტური „ყუდსის“ ძალების შემადგენლობაში.

ირანი მხარს უჭერს ორივე ქვეყანაში შიიტურ ძალებს.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის არავის აუღია.

თავის საიტზე „გუშაგთა კორპუსი“ ხოდაის უწოდებს პოლკოვნიკს და მკვლელობას განსჯის, როგორც „ტერორისტულ აქტს,“ რომელშიც ბრალს სდებს „ელემენტებს, რომლებიც დაკავშირებული არიან გლობალურ ქედმაღლობასთან“, რაც მინიშნებაა აშშ-სა და მის მოკავშირეებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG