Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქზე სარაკეტო შეტევა იყო


სარაკეტო შეტევა განხორციელდა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დილით რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ესროლეს ოთხი ფრთოსანი რაკეტა, მათგან ერთი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.

მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, დაზიანებულ რაიონებში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

უკრაინის სამხრეთში მდებარე ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილს, მათ შორის ქალაქ მელიტოპოლს, ამჟამად რუსული არმია აკონტროლებს. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ზაპოროჟიე ისევ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG