Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" "ხალხის საცობია"


მეტროსადგური "სადგურის მოედანი"
მეტროსადგური "სადგურის მოედანი"

თბილისის მეტროში, მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" მგზავრთა დიდი ნაკადის გამო, საცობია. ეს ის სადგურია, რომელზეც თბილისის მეტროს ორი ხაზი ერთმანეთს უკავშირდება.

მეტროში შექმნილ მდგომარეობაზე ფოტოებს მგზავრები "ფეისბუკზე" დილიდან აქვეყნებენ.

"ძალიან ბევრი მგზავრია. [იმ ადგილზე] ერთმანეთის საპირისპიროდ მგზავრთა ორი ნაკადი მიდის", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სატრანსპორტო კომპანიაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ სხვა მეტროსადგურებში რაიმე პრობლემის შექმნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 18 მაისის 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG