Accessibility links

site logo site logo

26 მაისის ღონისძიების გამო თბილისის ქუჩებში მოძრაობაზე დამატებითი შეზღუდვები წესდება


ფოტო არქივიდან

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში საავტომობილო მოძრაობაზე დამატებითი შეზღუდვები წესდება. ინფორმაციას თბილისის მერია აქვეყნებს.

  • გადაადგილება უკვე შეზღუდულია კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია ლეონიძის, ინგოროყვას, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების, ასევე, ჭავჭავაძის გამზირის დახმარებით. დამატებითი ცვლილება შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, სადაც გადაადგილების მიმართულება შეიცვლება და ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით;
  • რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისს, 06:00 საათიდან შეიზღუდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე;
  • მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ "რუსთაველის" ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვებია გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით;
  • მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ.

დროებითი რეგულაციების გამო იცვლება ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებიც:

  • შეიცვლება N308 ავტობუსის გასავლელი გზა პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას - ავტობუსი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ გააგრძელებს. უკან წამოსვლისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით, ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდება და შემდეგ, კოსტავას ქუჩით გზას უკვე დადგენილი სქემით განაგრძობს.
  • ავტობუსი N359 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, ავტობუსის მოძრაობა უცვლელი დარჩება.

გარდა ამისა:

  • ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N388, N397, ასევე მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთისხილის ხემდე, რომლის შემდეგაც, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას;
  • ავტობუსები: N301, N306, N331, N337, N345, რომლებიც ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ რუსთველის გამზირზე, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს;
  • მიკროავტობუსები: N472, N540 ბარათაშვილის ხიდის გავლით გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურ "რუსთაველთან";
  • ავტობუსები: N344, N350, N371 და მიკროავტობუსები: N547, N580 გორგასლის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით;
  • ავტობუსები: N305, N320, N325, N309, N393, N359 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით;
  • ავტობუსები: N324, N380, N390, N374, N316 და N382, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მარშრუტს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, ავტობუსი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ);
  • ავტობუსი N364 ამაღლების ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. შემდგომ სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან იმოძრავებს შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ "რუსთაველამდე".

დაწესებული შეზღუდვები 26 მაისის ღონისძიების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად მოიხსნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG