Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოცი წერილი საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

"გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა: თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობა და აღორძინება", - აღნიშნულია წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა მიაწოდა მედიასაშუალებებს.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG