Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრო კულება: სამხედრო ვითარება უკრაინის აღმოსავლეთში უარესია, ვიდრე ამაზე ხალხი ლაპარაკობს


სევეროდონეცკი. 2022 წლის 21 მაისი
სევეროდონეცკი. 2022 წლის 21 მაისი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა 26 მაისს, რომ სამხედრო ვითარება უკრაინის აღმოსავლეთში ბევრად უარესია, ვიდრე ამაზე ხალხი ლაპარაკობს. კულებას თქმით, ქვეყანას სჭირდება მძიმე შეიარაღება, რათა ეფექტიანად შეებრძოლოს რუსეთს. კულებამ, რომელიც პირდაპირ ეთერში პასუხობს ტვიტერით დასმულ შეკითხვებს, თქვა ასევე, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება რეალურად არ მიმდინარეობს.

26 მაისის საღამოს უკრაინის აღმოსავლეთიდან იტყობინებიან, რომ რუსეთის არმია უტევს ბოროვსკიში, ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკის მისადგომებთან. რუსეთის არმია ცდილობს ქალაქში შევიდეს. ამის თაობაზე იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა", რომელსაც მოჰყავს ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის სიტყვები, რომ „საოლქო ცენტრი ნადგურდება არტილერიითა და ავიაციით".

რუსეთის ჯარმა ცეცხლი დაუშინა დონბასის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე 40 ქალაქს, რომლებსაც კიევის ჯარები იკავებენ. ამის თაობაზე უკრაინის სამხედროები იტყობინებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG