Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში რუსი სამხედროები 50 წლის წინანდელი ტანკებით მოამარაგეს


ფოტო არქივიდან: რუსული ტანკი Т-62
ფოტო არქივიდან: რუსული ტანკი Т-62

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ შეტევას უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქებზე, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 27 მაისს წერს, რომ რუსმა სამხედროებმა დაიკავეს რამდენიმე სოფელი ლუგანსკის ოლქის ქალაქ პოპასნაიას რაიონში.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბევრ რაიონში ინარჩუნებენ პოზიციებს, რაც რუსეთს არ აძლევს დონბასზე სრული კონტროლის დამყარების შესაძლებლობას.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, რუსეთს, როგორც ჩანს, ისევ აქვს უკრაინის სამხრეთ ტერიტორიების ოკუპირების ამოცანა. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ჯარების სამხრეთის დაჯგუფებამ ბოლო დღეებში მიიღო საწყობებში შენახული, 50 წლის წინ გამოშვებული Т-62 ტიპის ტანკები, რაც ადასტურებს, რომ რუსეთს თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი ტექნიკის ნაკლებობა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG