აშშ-ის მთავრობის შეფასებით, მსოფლიო წესრიგისთვის ჩინეთი წარმოადგენს უდიდეს გამოწვევას შორეულ პერსპექტივაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ვაშინგტონში საპროგრამო მოხსენებით გამოსვლისას თქვა, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს განზრახვა, შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი და ძალა - გააკეთოს ეს.
ბლინკენმა განავრცო, რომ პეკინი არსებით როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკაში და გლობალური, კლიმატის ცვლილების გამო შექმნილი კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიის გამოწვევების მოგვარებაში. ბლინკენი მიიჩნევს, რომ ამიტომ აშშ-მა და ჩინეთმა თანაარსებობა უნდა მოახერხონ.
პეკინს მუდამ სდებენ ბრალს, რომ თავისი გავლენის გაზრდა სურს საზღვრებს გარეთ. ამ ეტაპზე ჩინეთი ცდილობს, წყნარი ოკეანის სახელმწიფოებთან, სოლომონის კუნძულებთან და ფიჯისთან, მიაღწიოს თანამშრომლობის ხელშეკრულებას. გავრცელებული ცნობებით, ჩინეთი იქ ჩაბმულია ადგილობრივი პოლიციის ძალების გაწვრთნაში, ოკეანის ფსკერის კვლევაში და ჩინური კულტურის და ენის პოპულარიზაციის მიზნით გახსნის „კონფუციუსის ინსტიტუტს“.