Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რევოლუციური გვარდია ადასტურებს სპარსეთის ყურეში ორი ბერძნული სანავთობო ტანკერის დაკავებას


ირანის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერი Lana კუნძულ კარისტოს სანაპიროსთან

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში დააკავეს ორი ბერძნული სანავთობო ტანკერი.

ხომალდების დაკავება მოხდა მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ათენი დაეხმარა აშშ-ს ირანის სანავთობო ტანკერის შეპყრობაში მის მიერ სანქციების რეჟიმის შესაძლო დარღვევისთვის.

საბერძნეთში "მეკობრეობის მსგავსი აქტი" უწოდეს ბერძნული ტანკერის დაკავებას, ხოლო საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან. ლაპარაკია საბერძნეთის ხელისუფლების მიერ 15 აპრილს, კარისტოსის პორტში დაკავებულ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელშიც 19 რუსი იმყოფებოდა.

ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით 26 მაისის ცნობებში ნათქვამია, რომ აშშ-მა მოახდინეს იმ ირანული ნავთობის კონფისკაცია, რომელიც რუსეთის კუთვნილ ტანკერზე იმყოფებოდა ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ ევიას მახლობლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG