Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინულ გამნაღმველ ძაღლს კანის კინოფესტივალის პრემია მიენიჭა


უკრაინულ ძაღლს, სახელად პატრონს, რომელიც მაშველებთან ერთად მუშაობს და ნაღმებს ეძებს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია Palm Dog Award-ი („პალმის ძაღლის პრემია“). ამ პრემიას აკუთვნებენ კინოკონკურსში მონაწილე ფილმში გადაღებულ ძაღლს.

„ჩვენს საყვარელს პატრონს გადაეცა PalmDogManitarian-ი, რომელიც დაწესებულია ადამიანებსა და ძაღლებს შორის კავშირისთვის. მთავარი ჯილდო მოიპოვა ბრიტმა, ვერცხლისფერმა პუდელმა ჯინა გამელისა და რაილი კეოს კინოფილისთვის ‘სამხედრო პონი’“ - ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო კინოს განცხადებაში.

კანში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პატრონს არ შეუძლია დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრება, ვინაიდან საჭიროა მისი მუშაობა უკრაინაში.

პატრონის მფლობელმა, უკრაინის სამოქალაქო თავდაცვის მაიორმა მიხაილო ივლევმა ძაღლი ნაღმების პოვნაზე გაწვრთნა. თავისი კარიერის განმავლობაში პატრონმა 200-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

8 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატრონი დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ ძაღლი არა მხოლოდ ფეთქებადი საგნების პოვნასა და გაუვნებელყოფაში წევს დახმარებას, არამედ „ბავშვებსუსაფრთხოების წესებს ასწავლის იმ ტერიტორიებზე, სადაც აფეთქების საფრთხეა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG