Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთი წინ მიიწევს ლუგანსკში, უკრაინის ჯარები უკან იხევენ


სხვადასხვა ცნობით, რუსეთის ჯარებმა კვლავ წაიწიეს წინ წინააღმდეგობის უკანასკნელ კერაში დონბასის რეგიონში. კიევმა აღიარა, რომ შესაძლოა დატოვოს სევეროდონეცკი, ორიდან ერთ-ერთი ქალაქი, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებს ამ რეგიონში და რომელიც, როგორც ჩანს, თითქმის ალყაშემორტყმულია რუსეთის ჯარების მიერ.

ამასობაში დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მოსკოვს სასწრაფოდ სჭირდება დონბასში გამარჯვება, როგორც პოლიტიკური გამართლება უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული არაპროვოცირებული ომისა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში შექმნილ ვითარებასძალზე რთულიუწოდა.

რუსეთის ძალებს თავიანთი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვთ დონბასზე, ისინი მაქსიმალურად იყენებენ საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებს. უკრაინის ჯარები იცავენ ჩვენს ქვეყანას ისე, რის საშუალებასაც ჩვენი ამჟამინდელი თავდაცვითი რესურსები იძლევა,“ თქვა ზელენსკიმ წუხელ ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

რუსეთის ჯარები ცდილობენ, იმპულსი გააღვივონ ომში, რომელიც სამი თვე მიმდინარეობს. ისინი სწრაფად მიიწევენ წინ ლუგანსკის რეგიონში, სადაც მათი იერიშები კონცენტრირებულია ქალაქებზე სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 მაისს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ერთად აიღეს ლიმანი, სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო ცენტრი სევეროდონეცკის დასავლეთით.

28 მაისს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ყოველდღიურ სადაზვერვო ბიულეტენში განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა, როგორც ჩანს, ლიმანის უდიდესი ნაწილი ჩაიგდეს ხელთ, რაც წინასწარი ოპერაცია უნდა იყოს რუსეთის იერიშის შემდეგი ეტაპისთვის.

XS
SM
MD
LG