Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა


30 მაისს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თბილისს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება. პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდება.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG