Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს და მედიაში ბრუნდება


ზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილმა 29 მაისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და „მედიას უბრუნდება“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ სად და რა ფორმით გააგრძელებს მუშაობას.

„დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა და დასძინა, - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მედიაში დავბრუნდები. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი.“

„გპირდებით, რომ ძალიან მალე ეთერში შევხვდებით“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

XS
SM
MD
LG