Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ოლიგარქებმა ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრეს მათ მიმართ სანქციები


მილიარდერი რომან აბრამოვიჩი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
მილიარდერი რომან აბრამოვიჩი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რამდენიმე რუსმა ოლიგარქმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრა ევროკავშირის მიერ მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. როგორც 30 და 31 მაისს გახდა ცნობილი, სარჩელები შეიტანეს რომან აბრამოვიჩმა, პიოტრ ავენმა და მიხაილ ფრიდმანმა.

სასამართლომ ავენის საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა 23 მაისს, ფრიდმანისა - 24 მაისს, 25 მაისს რეგისტრაციაში გატარდა აბრამოვიჩი. ადრე განსახილველად მიიღეს ალექსეი მორდაშოვისა და ალიშერ უსმანოვის საჩივრები.

უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ რუსი მილიარდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ. ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა მიიჩნიეს, რომ მილიარდერები სახელმწიფოსთან სიახლოვის ხარჯზე მდიდრდებიან.

ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ხელისუფლებები და აშშ-ის ბევრი კონგრესმენი გამოდის წინადადებით, მილიარდერების აქტივები ჩამორთმეულ იქნეს და გაიგზავნოს უკრაინის დასახმარებლად. ამჟამად კანონმდებლობით ეს არ არის ნებადართული. ევროკავშირის მოხელეებმა განაცხადეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებისთვის იურიდიული შესაძლებლობების გამონახვას გეგმავენ.

ყველა მილიარდერი, რომელმაც სასამართლოს მიმართა, უარყოფს კრემლთან სიახლოვეს და ირწმუნება, რომ გავლენას არ ახდენს პუტინის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. მათ წინააღმდეგ სანქციებს ისინი უსამართლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ აქტივების გაყინვამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს არა მხოლოდ მათზე, არამედ მათი საწარმოების ათიათასობით თანამშრომელზეც, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG