Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გვარდია უკრაინაში ჩეჩენი სამხედრო მოსამსახურის, ადამ ბისულთანოვის დაღუპვას იუწყება


"აზოვსტალის" ქარხანა. 16 მაისი, 2022 წელი
"აზოვსტალის" ქარხანა. 16 მაისი, 2022 წელი

რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩეჩნეთის მკვიდრი, სერჟანტი ადამ ბისულთანოვი დაიღუპა, სავარაუდოდ, უცხოელი დაქირავებულების ჯგუფთან შეტაკების დროს.

26 მაისს მიმდინარე ბრძოლაში ბისულთანოვი პირადი შემადგენლობის დაფარვას აწარმოებდა, როდესაც მისი ჯავშანმანქანა აფეთქა. სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო, იუწყება "მედუზა" რუსეთის გვარდიის პრესცენტრზე დაყრდნობით.

"როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, რუსეთის გვარდია ბრძოლას აწარმოებდა ამერიკელ და ბრიტანელ დაქირავებულთა რაზმთან. 28 მაისს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ამ ბრძოლის ამსახველი ვიდეო და ასევე მასზე სტატია გამოქვეყნდა The Daily Telegraph-ში. "გოუ პროს" (GoPro) კამერამ დააფიქსირა ამ ბრძოლის ამსახველი კადრი და დაქირავებულთა რაზმის ერთ-ერთი მებრძოლი, ბრიტანეთის პარლამენტის წევრის შვილი, ბენ გრანტი", - ნათქვამია უწყების პრესრელიზში.

29 მაისს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაქირავებულთა საქმის ფარგლებში იძიებს ბენ გრანტის საქმეს.

ერთი დღით ადრე, ჩეჩნეთის ვედენოს რაიონის სოფელ დიშნე-ვედენოში დაკრძალეს ორი ადგილობრივი მკვიდრი, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს დაიღუპნენ. ესენი არიან კაზბეკ დებიშევი და ასლუდი მურადოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG