Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის იუსტიციის მინისტრი: ცნობილია რუსეთის სავალუტო რეზერვებზე წვდომის მექანიზმი


უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს მიმართავს წინადადებით, მიღწეულ იქნეს შეთანხმება, რომელიც შესაძლებელს გახდის რუსეთის ფედერაციის ოქროსა და ვალუტის რეზერვების გამოყენებას კომპენსაციის გადასახდელად უკრაინაში მისი სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულთათვის. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტ „სხემის“ განუცხადა იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ.

მალიუსკას თქმით, ოქროსა და ვალუტის რეზერვების ნაწილი რუსეთმა უკრაინაში შეჭრამდე „გადამალა ფიზიკური ოქროს სახით, ან ჩინეთში - იუანების სახით,“ დანარჩენი ნაწილი კი დასავლეთში იმყოფება. მინისტრის თანახმად, საქმე ეხება დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს. მისი თქმით, რუსეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვების დაახლოებით ნახევარი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაშია.

დენის მალიუსკას სიტყვებით, რუსეთის რეზერვები „დაცულია სუვერენული იმუნიტეტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია მეორე სახელმწიფოსთვის ქონების წართმევა“. ამიტომ იუსტიციის სამინისტრო იმ ქვეყნებს, სადაც რუსეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვების ნაწილი ინახება, სთავაზობს, დაიდოს საერთაშორისო ხელშეკრულება. ეს შეიძლება იყოს მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმება. ეროვნული კანონმდებლობის დონეზე იმუნიტეტის დაძლევა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ საერთაშორისო შეთანხმების დონეზე ეს შესაძლებელია, განუცხადა მინისტრმა რადიო თავისუფლებას.

მალიუსკას თქმით, უკრაინა პარტნიორებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს ამ საკითხის მოსაგვარებლად.

XS
SM
MD
LG