1 ივნისის საღამოს ყირგიზეთის გენერალურმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით ჯანდაცვის მინისტრი ალიმკადირ ბეიშენალიევი დააკავა. ზედამხედველი ორგანოს თანახმად, მინისტრმა გასცა 1,5 მილიარდი სომის ღირებულების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენის განკარგულება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით იყო სხვა სახელმწიფოების დახმარებით მიღებული წამლები. გამოძიების ინფორმაციით, საბიუჯეტო თანხები ოფშორულ ზონაში იქნა გატანილი.
მოგვიანებით, გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბეიშენალიევის წინააღმდეგ 7 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: ორი საქმე ქრთამის გამოძალვის ფაქტებზე და საქმეები სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და აშკარად წამგებიანი კონტრაქტების დადებისთვის.
ბიშენალიევის გარდა, კორუფციის საქმეზე დააკავეს მინისტრის მოადგილე ულუგ-ბეკ ბეკტურგანოვი, იმუნოპროფილაქტიკის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი გულბარა იშენაპისოვა და მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტის უფროსი სულთან სატარბეკოვი.
ყირგიზეთში კორუფციის ბრალდებით ჯანდაცვის მინისტრი დააკავეს

ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი