Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი: მაღალი რჩება რუსეთის საჰაერო მოქმედება დონბასში


მარიუპოლი, დონეცკის რეგიონი, 2022 წლის 16 აპრილი
მარიუპოლი, დონეცკის რეგიონი, 2022 წლის 16 აპრილი

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მაღალი რჩება რუსეთის საჰაერო მოქმედება უკრაინის დონბასის რეგიონში, რუსეთის საჰაერო ძალები ახორციელებენ თავდასხმებს როგორც მიზანმიმართული, ისე განურჩეველი იარაღით.

თავის ყოველდღიურ სადაზვერვო გამოცემაში სამინისტრო წერს, რომ რუსეთმა გააძლიერა ტაქტიკური საჰაერო საშუალებების გამოყენება თავის ეტაპობრივ წინსვლაში, და ის კომბინირებულად მიმართავს საჰაერო დარტყმებსა და საარტილერიო შეტევებს დონბასში. "განურჩეველი ტყვია-წამლის მზარდმა გამოყენებამ შედეგად მოიტანა დონბასის შენობებიანი ადგილების ფართომასშტაბიანი ნგრევა და თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გამოიწვია დიდი ირიბი ზარალი და მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის", - წერს სამინისტროს დაზვერვის უწყება 4 ივნისს.

მოსკოვმა დონბასის მთელი აღმოსავლეთის რეგიონის ხელში ჩაგდება თავისი არაპროვოცირებული შეჭრის მთავარ მიზნად დაისახა მას მერე, რაც მისი ძალები კიევიდან განდევნილ იქნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG