Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი დასავლეთს აკრიტიკებს უსაფრთხოებასთან მიმართების გამო


რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი

დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს დათანხმება ანკარის იდეასთან, რომ აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება, განაცხადა თურქეთის მმართველი პარტიის ყრილობაზე პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

თურქეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ფინეთს და შვედეთს მოუწევთ დააკმაყოფილონ თურქეთის მოთხოვნა, თუკი ნატოში გაწევრიანება სურთ. ანკარა სკანდინავიის ამ სახელმწიფოებს ადანაშაულებს ლოიალურ დამოკიდებულებაში ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.

ერდოანმა, ამასთან, პანიკა უწოდა ევროპაში მიმდინარე პროცესებს რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით. "სისტემა, რომელიც დასავლეთმა შექმნა საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ინგრევა", - თქვა მან. ერდოანმა აღნიშნა, რომ თურქეთი უკვე 11 წელია უმკლავდება უკანონო მიგრაციას სირიიდან.

მანამდე ერდოანი აცხადებდა მზადყოფნას საომარი ოპერაციის ჩატარებაზე სირიის ჩრდილოეთში, სირიის სახალხო თავდაცვის რაზმების წინააღმდეგ, რომლებსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თურქეთი გააფრთხილა ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარების წინააღმდეგ და მოუწოდა დაეცვა ცეცხლის შეწყვეტის ხაზი, რომელიც 2019 წელს დამკვიდრდა.

2016 წლის შემდეგ ანკარამ სირიაში ოთხი საომარი ოპერაცია ჩაატარა და ქვეყნის ჩრდილოეთის რეგიონის ნაწილს აკონტროლებს. თურქეთი გეგმავს სირიის სახალხო თავდაცვის რაზმების განდევნას და 30-კილომეტრიან ბუფერულ ზონაში სირიელი ლტოლვილების განთავსებას.

XS
SM
MD
LG