Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41-ს მიაღწია


სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ქალაქ აბადანში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ორშაბათს 41-ს მიაღწია, იტყობინება ადგილობრივი სახელმწიფო მედია კატასტროფიდან ორი კვირის შემდეგ.

აბადანის გუბერნატორმა ეჰსუნ აბასპურმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას გამოაცხადა ოფიციალური სტატისტიკა.

ტრაგედია მოხდა 23 მაისს, როცა ჩამოინგრა "მეტროპოლისის" 10-სართულიანი საცხოვრებელი და კომერციული შენობა.

ეს ბოლო წლებში დაუსრულებელი შენობის ჩამონგრევის უბედური შემთხვევებიდან ყველაზე დიდი მსხვერპლით დასრულებული ტრაგედიაა ირანში.

ირანის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ტრაგედიის გამო ადგილობრივ მოხელეებს კორუფციასა და უსაფრთხოების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სამშენებლო რეგულაციების დარღვევისთვის 13 ადამიანია დაკავებული, მერიის თანამშრომლებისა და სხვა ოფიციალური პირების ჩათვლით.

შენობის ჩამონგრევას ყოველდღიური პროტესტი მოჰყვა ნავთობმწარმოებელ ხუზესტანის რეგიონში. პარალელურად ქვეყანაში არ ცხრება მღელვარება, რისი მიზეზიცაა საკვებზე ფასების ზრდა და აშშ-ის მიერ ირანისთვის ატომური პროგრამის გამო დაწესებული მკაცრი სანქციებით გამოწვეული სხვა ეკონომიკური პრობლემები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG