Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში, პენსიებთან დაკავშირებულ აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა ვეტერანებსა და პოლიციას შორის


პრიშტინა, ომის ვეტერანთა აქცია. 6 ივნისი, 2022 წელი
პრიშტინა, ომის ვეტერანთა აქცია. 6 ივნისი, 2022 წელი

პრიშტინაში 6 ივნისს ასობით ომის ვეტერანსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა მას შემდეგ, რაც ვეტერანები შეეცადნენ გაერღვიათ ბარიერი და პენსიების გაზრდის მოთხოვნით შესულიყვნენ კოსოვოს ეროვნული ასამბლეის შენობაში.

პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა მაშინ, როცა პარლამენტის წევრები განიხილავდნენ მინიმალური ყოველთვიური ხელფასის 170 ევროდან 250 ევრომდე გაზრდის წინადადებას. პოლიციის განცხადებით, არეულობის შედეგად დაშავდნენ ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი.

კოსოვოს გათავისუფლების არმიის ომის ვეტერანთა ორგანიზაციის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელი ფატონ კლინაკუ ამბობს, რომ დემონსტრაცია აუცილებელი იყო, რადგან კანონმდებლები ცდილობდნენ ვეტერანები არ შეეყვანათ მინიმალური ხელფასის განმსაზღვრელ კანონმდებლობაში, რომელიც ამჟამად განხილვის პროცესშია. კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG