უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო ჩართულია დაღუპულის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურებში. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
უკრაინაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო. ამ ომის დაწყებიდან უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 13 ქართველია დაღუპული.
დაწერეთ კომენტარი