Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სამხედროები სევეროდონეცკზე შეტევას განაგრძობენ, უკრაინელები - მოგერიებას


ქალაქ სევეროდონეცკის გარეუბანი. 2022 წლის 2 ივნისი
ქალაქ სევეროდონეცკის გარეუბანი. 2022 წლის 2 ივნისი

რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ უკრაინის ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ სევეროდონეცკზე შეტევას. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის კიდევ ერთი შეტევა მოიგერიეს ორი ახლომდებარე სოფლიდან სევეროდონეცკისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ გასული კვირის ბოლოს, უკრაინელმა სამხედროებმა პოზიციები დაიბრუნეს სევეროდონეცკის ნაწილზე, რუსეთის ქვედანაყოფები კი, სავარაუდოდ, ისევ აკონტროლებენ ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებს. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსეთის მიზანია სევეროდონეცკი ალყაში მოაქციოს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, მაისის განმავლობაში სამხრეთის მიმართულებით წარმატებასაც მიაღწია, თუმცა, გასული კვირიდან ამ რაიონში წინსვლა აღარ ჰქონია.

უკრაინის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების მიერ დილით გავრცელებული ცნობებით, გასულ ღამით და გამთენიისას რუსეთის სამხედრო ძალებმა დასახლებული პუნქტები დაცხრილეს ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვის და დონეცკის ოლქებშიც.

ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 5 მშვიდობიანი მოქალაქე, დანგრეულია ათეულობით საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG