ერთიანი ეროვნული გამოცდები წელსაც, ტრადიციულად, ივლისში დაიწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 4 ივლისს ჩატარდება.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგზე აღნიშნა, წლევანდელ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის ტარების ვალდებულება არ ექნებათ, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელ პირს სამედიცინო ნიღბით შეუძლია საგამოცდო პროცესში მონაწილეობა.
"თუ აბიტურიენტებს გამოცდის დღეს დაუდასტურდებათ კოვიდი, მათთვის დავაორგანიზებთ დამატებით სესიებს და ეს დამატებითი გამოცდა მათ ჩაუტარდებათ დამატებითი სესიის განმავლობაში ისე, რომ უწყვეტ რეჟიმში ექნებათ ხელმისაწვდომობა საგამოცდო პროცესთან", - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
მისივე თქმით, წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე სიახლეა ის, რომ აბიტურიენტებს მესამე არჩევით საგნად, მათემატიკასთან ერთად, ისტორიის ჩაბარება შეუძლიათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ასე გამოიყურება:
ქართული ენა და ლიტერატურა:
- 4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
- 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
- 6 ივლისი (პირველი სესია);
- 4 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
- 8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - მათემატიკა;
უცხოური ენა:
- 11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
- 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
- 13 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
- 13 ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;
- 13 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
- 13 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;
ფიზიკა:
- 14 ივლისი (მეორე სესია);
ლიტერატურა:
- 14 ივლისი (მეორე სესია);
ქიმია:
- 15 ივლისი (მეორე სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
- 15 ივლისი (მეორე სესია);
ისტორია:
- 18 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
- 19 ივლისი (პირველი სესია);
ზოგადი უნარები:
- 19 ივლისი (მეორე სესია);
ბიოლოგია:
- 20 ივლისი (მეორე სესია);
გეოგრაფია:
- 21 ივლისი (მეორე სესია);
სამოქალაქო განათლება:
- 22 ივლისი (პირველი სესია);
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი:
- 6 ივლისი (მეორე სესია);
საერთო სამაგისტრო გამოცდა:
- 26 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
- 27 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;
საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა:
- 6 ივლისი (მეორე სესია) – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;
- 7 ივლისი (პირველი სესია):
- ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
- ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
7 ივლისი (მეორე სესია):
- მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
- მუსიკა;
- სამოქალაქო განათლება (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
14 და 15 ივლისი (პირველი სესია)
- პროფესიული უნარები;
14 ივლისი (მეორე სესია)
- ბიოლოგია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
15 ივლისი (მეორე სესია):
- გეოგრაფია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
- აზერბაიჯანული ენა;
19 ივლისი (მეორე სესია)
- ქიმია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
20 ივლისი (პირველი სესია)
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
- მათემატიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
სომხური ენა:
21 ივლისი (პირველი სესია)
- ისტორია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
- სპორტი;
- ფიზიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური);
22 ივლისი (პირველი სესია)
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
- გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
- ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
- ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი;
24 ივლისი
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი;
25 ივლისი
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
- გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
- ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
- ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი.
დაწერეთ კომენტარი