Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISU-მ მოიწონა ფიგურისტების ასაკობრივი ცენზის ეტაპობრივი გაზრდა 17 წლამდე


კამილა ვალიევა ოლიმპიურ თამაშებზე პეკინში. 2022 წ. 7 თებერვალი.

მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის კონგრესმა (ISU) დღეს მოიწონა ფიგურისტების ასაკობრივი ცენზის ეტაპობრივი გაზრდა 17 წლამდე. ამჟამად მათ 15 წლის ასაკშიც შეუძლიათ შეჯიბრებებში მონაწილეობა. ადრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მიუთითებდა ფიგურული სრიალის ტურნირების მონაწილეთა ასაკობრივი ცენზის გაზრდის აუცილებლობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფიგურისტი კამილა ვალიევა ეჭვმიტანილი იყო აკრძალული პრეპარატის მიღებაში.

კონგრესმა გადაწყვიტა, რომ მომავალ სეზონში ასაკობრივი ცენზი იგივე დარჩება, 2023-2024 წლების სეზონში ის 16 წელი გახდება, 2024-2025 წლებში კი - 17 წელი.

ამგვარად, 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც მილანში გაიმართება, მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ 17 წლის ფიგურისტები.

გამოცემა Sports.ru- გამოითვალა, რომ ცენზის გამო მილანში გამოსვლას ვერ მოასწრებს რუსეთის ორგზის ჩემპიონი იუნიორებს შორის, სოფია აკატიევა.

ასაკის გაზრდაზე მსჯელობისას სპორტის ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს, რომ ნორჩი სპორტსმენები განიცდიან ძალზე ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათს ჯანმრთელობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG