Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო პროკურატურა: უკრაინაში საომრად 600 ახალწვეული გაგზავნეს


რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორმა არტურ ეგიევმა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში გაიგზავნა 600 ახალწვეული. მისი თქმით, ამისთვის პასუხისგებაში არის მიცემული 12 ოფიცერი.

პროკურორი ემყარება დასავლეთის სამხედრო ოლქის სამეთვალყურეო მონაცემებს. მისი სიტყვებით, ყველა ახალწვეული, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოხვდა, უკან დააბრუნეს. პროკურორს არ უხსენებია ამ სამხედროთა შორის სიკვდილის ან დაჭრის შემთხვევების შესახებ. კონკრეტულად რა სახით აგებენ პასუხს ოფიცრები, რომლებმაც ომში გაგზავნეს ახალწვეულები, არ იტყობინებიან.

ადრე ცნობილი გახდა, რომ 84201- სამხედრო ნაწილის მეზღვაურები, რომლებიც დაიღუპნენ ჩაძირულ კრეისერ „მოსკვაზე“, შეტანილი არიან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეთა სიაში. ეს ჩანს შავი ზღვის ფლოტის პროკურატურის პასუხიდან დაჭრილი მატროსის დედის მოთხოვნაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამხედრო ნაწილი დაუმატეს სიას, რათა გემის ეკიპაჟსა და მათი ოჯახის წევრებს ფინანსური ანაზღაურების მიღება შესძლებოდათ. პროკურატურის პასუხში არ არის დაზუსტებული, როდის შეიყვანეს სამხედრო ნაწილი სიაში.

24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ მხოლოდ კონტრაქტით დაქირავებული სამხედროები და გამორიცხავდა იქ ახალწვეულების გაგზავნას. 10 მარტს თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ მათ მაინც აგზავნიდნენ საზღვარზე და რომ რამდენიმე მათგანინაცბატალიონის დივერსიულმა ჯგუფმაჩაიგდო ხელთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG