Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონსა და ზაპოროჟიეს ოლქში ემზადებიან რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად


რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია ქალაქ ხერსონის ქუჩაში. 2022 წ. 14 მარტი.
რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია ქალაქ ხერსონის ქუჩაში. 2022 წ. 14 მარტი.

უკრაინაში, ხერსონსა და ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ჩაატარონ რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. მანამდე ამ რეგიონებში იყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს ხერსონის ოლქის უდიდეს ნაწილს, მათ შორის ოლქის ცენტრს, და ზაპოროჟიეს ოლქის მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა ქალაქი ზაპოროჟიე უკრაინის კონტროლქვეშ რჩება. კირიენკო უკრაინაში იმყოფებოდა 7 ივნისს. თავდაპირველად ის ხერსონში ჩავიდა, ამის შემდეგ კი ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში.

ხერსონში რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკვე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ, როგორც ფიქრობენ, რუსეთი რეგიონის ანექსიას მოახდენს.

სამშაბათს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა იგორ კასტიუკევიჩმა კირიენკოსთან საუბრის შინაარსის გადმოცემისას განაცხადა, რომ „რუსეთის შემადგენლობაში ხერსონის შეყვანა იქნება სრულფასოვანი, ყირიმის შესვლის ანალოგიით.“ სახელმწიფო სააგენტოებს არ მოუტანიათ ეს სიტყვები როგორც პირდაპირი ციტატა. როგორც გამოცემა The Bell- მიუთითებს, ეს კასტიუკევიჩის სიტყვებია და არა კირიენკოსი.

როგორც რუსეთის მიერ მელიტოპოლის ხელმძღვანელად დანიშნულმა გალინა დანილჩენკომ განაცხადა კირიენკოსთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთი რეგიონშისამუდამოდრჩება. „ახლა ჩვენ რეფერენდუმისთვის ვემზადებით“, - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG