კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ახალი სპორტის სასახლე 11 ივნისს საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნება. კონცერტში, სხვა შემსრულებლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ელისო ბოლქვაძე და ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი.
ბილეთების გაყიდვიდან შესული თანხა უკრაინაში ომით დაზარებულთა დახმარებისთვის იქნება გამოყენებული - ბილეთების ფასი 20 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს.
ახალი სპორტის სასახლე 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატ „ევრობასკეტ 2022“- ს უნდა უმასპინძლოს. ამ ჩემპიონატს კიდევ სამი მასპინძელი ქვეყანა ჰყავს: ჩეხეთი, გერმანია და იტალია. ეს არის ყველაზე მასშტაბური სპორტული ტურნირი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა საქართველოში.