Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსლან სტეფანჩუკმა ევროკავშირს მოუწოდა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინას


რუსლან სტეფანჩუკის გამოსვლა ევროპარლამენტში. სტრასბურგი, 8 ივნისი.

ევროპარლამენტის დეპუტატების წინაშე გამოსვლისას უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა ევროკავშირს მოუწოდა, მოიწონოს ბლოკში მისი ქვეყნის გაწევრიანების განაცხადი.

ევროპარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეტსოლა მიესალმა სტრასბურგში სტუმრად მყოფ სტეფანჩუკს და აღნიშნა: „უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ღირებულებებისთვის, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ როგორც ევროპელებს, ეს ჩვენი ბრძოლაა. ის, რის გადატანაც მოუწია უკრაინას, წარმოუდგენელი იყო რამდენიმე თვის წინ, მაგრამ თქვენმა ხალხმა შთააგონა მსოფლიო“.

მეტსოლამ დასძინა, რომ ევროპარლამენტი აქტიურად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რომ მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მკაფიო სიგნალი იმის თაობაზე, რომ უკრაინის ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია, ყველასთვის თქმა, რომ უკრაინა ევროპაა“, - თქვა მეტსოლამ.

თავის მხრივ რუსლან სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა ევროპის ქვეყნებს მათი რეაქციისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, უკრაინელი ლტოლვილებისადმი გამოჩენილი სტუმარმასპინძლობისთვის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვისამ ბნელ დროს“.

ამავე დროს მან ახსენა დამატებითი ზომების შესაძლებლობა ომის გაგრძელების შემთხვევაში, მათ შორის ევროკავშირის სანქციები - მიუხედავად იმისა, რომ ეს უარყოფით გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნების ეკონომიკაზე. ვინაიდან დამარცხების ფასი ბევრად უფრო დიდი იქნება", - დასძინა მან.

სტეფანჩუკმა გამოთქვაღრმა სურვილი“, რომ ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს მისი ქვეყნისთვის კავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. როგორც სტეფანჩუკმა აღნიშნა, უკრაინას და უკრაინელ ხალხს სჭირდებათ ეს მძლავრი სიგნალი ევროპიდან. მან თქვა, რომ ნებისმიერი სხვა სახის პოლიტიკური სიგნალი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის რეჟიმს არგებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG