Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ სანქციები დაუწესა პუტინს, ლავროვს, შოიგუსა და სხვა რუს მოხელეებს


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს წინააღმდეგ პირადი სანქციები დააწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულების მიხედვით, სიაში სულ 35 ადამიანია. მათ შორის არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, პრემიერ მინისტრის მოადგილეები ტატიანა გოლიკოვა და ალექსანდრე ნოვაკი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანტონ კოტიაკოვი, ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი.

ასევე შემოდის შემაკავებელი ზომები უნივერსიტეტებისა და მათი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორების მიმართ. სანქციები რუსეთის 236 უნივერსიტეტს შეეხო.

სანქციები, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს უკრაინაში აქტივების დაბლოკვას, ქვეყნის გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას და მიწის ნაკვეთების შეძენის აკრძალვას.

23 მაისს ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საშუალებას მისცემს კიევს, რომ რუსეთის ინტერვენციის მომხრე პირთა ქონებისა და აქტივების კონფისკაცია სახელმწიფოს სასარგებლოდ მოახდინოს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონფისკაცია განსაკუთრებული ხასიათისაა და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს, იმ პირობით, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონება უკვე დაყადაღებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG