Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მირზოიანმა "კონსტრუქციული და გულწრფელი" უწოდა ლავროვთან ერევანში გამართულ მოლაპარაკებებს


სერგეი ლავროვი და არარატ მირზოიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერევანში 9 ივნისს გამართულ მოლაპარაკებებს კონსტრუქციული და გულწრფელი უწოდა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე მირზოიანმა განაცხადა, რომ განიხილეს როგორც ორმხრივად საინტერესო, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მან ხაზი გაუსვა, რომ ყურადღება გამახვილდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების, ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის, ასევე საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციისა და უსაფრთხოების საკითხები.

"რეგიონული კომუნიკაციების გახსნამ შეიძლება შექმნას ახალი შესაძლებლობები, მათ შორის, სომხეთსა და რუსეთს შორის ლოგისტიკური კავშირების დივერსიფიკაციისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კომისია ვიცე პრემიერ-მინისტრების დონეზე დადებით შედეგს დააფიქსირებს", - განაცხადა მირზოიანმა.

არარატ მირზოიანმა და სერგეი ლავროვმა დღეს ჯერ პირისპირ ისაუბრეს, შემდეგ კი შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაიმართა. ლავროვი ერევანში გუშინ ჩავიდა. ის ასევე შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG