Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: უკრაინაში ომის გამო მომავალ წელს კიდევ 19 მილიონამდე ადამიანს ემუქრება შიმშილი


უკრაინიდან და რუსეთიდან მარცვლეულის და სხვა საქონლის ექსპორტის შემცირებით გამოწვეული საკვების ნაკლებობის გამო, მომავალ წელს შესაძლოა, კიდევ 11 მილიონიდან 19 მილიონამდე ადამიანს შეექმნას ქრონიკული შიმშილის საფრთხე, აცხადებს გაეროს საკვების სააგენტო 10 ივნისს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და შემდგომმა ომმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფასები მარცვლეულზე, საკვებ ზეთებზე, საწვავზე და სასუქზე. მსოფლიოში მარცვლეულის ექსპორტის თითქმის ერთი მესამედი უკრაინასა და რუსეთზე მოდის. ამასთან, რუსეთი არის სასუქის მსხვილი ექსპორტიორი, უკრაინას კი უცხოეთში გააქვს სიმინდი და მზესუმზირის ზეთი.

ომის შედეგმა "შესაძლოა გამოიწვიოს კიდევ 11-დან 19 მილიონამდე მშიერი ადამიანი - რაც ქრონიკულ შიმშილს ეხება 2022/23 წლებში", - ამბობს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) 10 ივნისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG