Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, მოწმეთა მტკიცებით, სამხედრო ნაწილი დაიწვა


ნავთობსაცავების ხანძარი ბრიანსკში. ფოტო 25 აპრილს არის გადაღებული. ქალაქი უკრაინის საზღვრიდან 120 კილომეტრითაა დაშორებული

ბრიანსკის რაიონის მცხოვრებლების ჩვენების თანახმად, 11 ივნისის დილით ქალაქ კლინცის მახლობლად მდებარე გარკვეულ სამხედრო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ იტყობინებიან ვებგვერდი "ბრიანსკ ნიუსი"და ასევე ადგილობრივი ტელეგრამის არხი, რომლებიც თავიანთ პუბლიკაციებში დაზიანებულ ობიექტს "სამხედრო ნაწილს" უწოდებენ.

ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა არც საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან და არც ბრიანსკის რეგიონის ხელისუფლებისგან.

ტელეგრამის არხით თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ოთხი აფეთქების შესახებ, შემდეგ ხანძრის ფოტოები და ვიდეოები, შემდეგ კი დამწვარი აღჭურვილობის ფოტოები. არხის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა.

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონების ხელისუფლება რეგულარულად იტყობინება მათ ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმების შესახებ. 29 მარტს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბელგოროდის რაიონის სოფელ კრასნი ოქტიაბრთან საბრძოლო მასალების საცავში მომხდარი აფეთქებების შესახებ, 1 აპრილს აფეთქებები მოხდა თავად ბელგოროდის ნავთობის საწყობში.

21 აპრილს რუსეთში, უცნაურ ვითარებაში, ხანძარი გაჩნდა თავდაცვის სამინისტროს ტვერის სამეცნიერო ინსტიტუტის ადმინისტრაციულ შენობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG