Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური იმართება


საყოველთაო არჩევნების პირველი ტური. მარსელი. 2022 წლის 12 ივნისი

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური იმართება, რომლის დროსაც გადაწყდება, მიიღებს თუ არა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საპარლამენტო უმრავლესობას რეფორმების პროგრამის გასაგრძელებლად.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაურად მისი ხელახლა არჩევიდან წელიწადზე ნაკლები გავიდა, მაკრონი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას მემარცხენე ბლოკის მხრიდან, რომელმაც, გამოკითხვების თანახმად, შეიძლება პრეზიდენტს დააკარგვინოს უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში, მაშინაც კი, თუ მემარცხენეები ვერ მოიპოვებენ კონტროლს პარლამენტზე.

"როიტერის" მიერ ციტირებული სამთავრობო წყაროების თანახმად, არჩევნების პირველ ტურში მაკრონის ლიდერობით მოქმედი კოალიცია "ერთად" საკმაოდ მოკრძალებულ შედეგს ელოდება, ძირითადად ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობის გამოუცხადებლობის ფონზე.

კვლევები აჩვენებს, რომ მაკრონმა და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპეს ახალმა პარტიამ, შეიძლება დაკარგონ 40 ადგილი, რომლებიც საჭიროა უმრავლესობის (289 მანდატის) მოსაპოვებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG