Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი უგოლოდ დასრულდა


ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა უგოლოდ, ფრედ დასრულდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისში, „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლა. თამაში უგოლოდ, ფრედ დასრულდა.

C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში, ოთხი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ათი ქულა აქვს და სამი ქულით უსწრებს ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელმაც დღეს გიბრალტარს მოუგო ანგარიშით 4:0; მესამე ადგილზე ბულგარეთია სამი ქულით, ხოლო მეოთხეზეა გიბრალტარი ერთი ქულით.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სექტემბერში დასრულდება მეხუთე და მეექვსე ტურების მატჩებით. 23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, 26 სექტემბერს კი სტუმრად დაუპირისპირდება გიბრალტარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG