Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი ეტაპირებულია პოკროვის ნომერი 2 შრომა-გასწორებითი კოლონიიდან


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ეტაპირებულია პოკროვის ნომერი 2 შრომა-გასწორებითი კოლონიიდან, სადაც ის სისხლის სამართლის სასჯელს იხდიდა თაღლითობის ბრალდებით. ამის შესახებ 14 ივნისს მისმა პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა ნავალნის ადვოკატზე დაყრდნობით.

როგორც იტყობინებიან, ადვოკატი კლიენტთან შეხვედრაზე ჩავიდა, მაგრამ კოლონიის შესასვლელში მას უთხრეს, რომ ნავალნი იქ არ იხდის პატიმრობას. დანაშაულის აღსრულების ფედერალური სამსახური არასოდეს ასაჯაროებს პატიმართა ეტაპირების მიმართულებას მანამდე, სანამ მათ ჩაიყვანენ დანიშნულების ადგილზე.

24 მაისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უარყო ნავალნის აპელაცია მის ახალ განაჩენთან დაკავშირებით. ამის შემდეგ განაჩენი ძალაში შევიდა. ოპოზიციონერი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა იქნეს გადაყვანილი.

ნავალნის ცნობით, ის უნდა გადაიყვანონ ვლადიმირის ოლქის მელეხოვის ნომერ 6 შრომა-გასწორებით კოლონიაში. მისი თქმით, ამის შესახებ, მას იქ მყოფმა პატიმრებმა შეატყობინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG