Accessibility links

site logo site logo

ინტერვიუ ლიკა მამაცაშვილთან: იმედი მაქვს კულტურის მინისტრი თავის ადგილს იპოვის და წავა


3 ივნისს თბილისის ისტორიის მუზეუმიდან (“ქარვასლა”) რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს დროებითი გამოფენების კურატორი, ლიკა მამაცაშვილი. ლიკას მუზეუმიდან გათავისუფლება მხატვრებმა კულტურის სამინისტროსთან აქციით გააპროტესტეს - ისინი ამბობენ, რომ ყველაზე რთულ წლებში, როცა საბჭოთა კავშირი ბოლო დღეებს ითვლიდა და საქართველო დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს დგამდა, ქარვასლას დარბაზები იყო ერთადერთი სტაბილურად მეგობრული სივრცე თანამედროვე ხელოვნებისთვის და ამაში ლიკას წვლილი განსაკუთრებული იყო. ლიკა მუზეუმიდან გათავისუფლებული სხვა თანამშრომლების მსგავსად, მისი გათავისუფლების ბრძანებას სასამართლოში ასაჩივრებს.

ლიკა მამაცაშვილი ამ დრომდე ამ მუზეუმიდან გათავისუფლებული ერთადერთი თანამშრომელია, დროებით, 3 თვიან კონტრაქტებზე არიან გადაყვანილი მუზეუმის ათამდე სხვა თანამშრომელი, რამდენიმეს შეეცვალა პოზიცია - ლიკა ამბობს, რომ მთელი ეს პროცესი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იყო მუზეუმის თანამშრომლებისთვის და ის სწორედ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ღიად აფიქსირებდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას მუზეუმში მიმდინარე პროცესებზე. თბილისის ისტორიის მუზეუმი 2022 წლის 8 მარტს ეთნოგრაფიული მუზეუმის მართვაში გადავიდა და მის ხელმძღვანელად ნინო ჭიპაშვილი დაინიშნა. ნინო ჭიპაშვილი ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელობამდე პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა, იყო მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი.

რადიო თავისუფლება ცდილობს ნინო ჭიპაშვილთან ინტერვიუს ჩაწერას მუზეუმში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე - სამინისტროს პრესსამსახურში კონკრეტულ თარიღს, როდის მოგვეცემა ამის საშუალებას, არ ასახელებენ.

XS
SM
MD
LG