Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის გვარდიის პრესსამსახურის მაღალი რანგის თანამშრომელი დაიღუპა


პოლკოვნიკი სერეგეი პოსტნოვი
პოლკოვნიკი სერეგეი პოსტნოვი

14 ივნისის ღამეს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის გვარდიის პრესსამსახურის თანამშრომელი, პოლკოვნიკი სერგეი პოსტნოვი დაიღუპა. ამის შესახებ ცნობა პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერანთა საბჭოს ცენტრალურმა აპარატმა გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ პოსტნოვი დაიღუპა "სამხედრო მოვალეობის შესრულებისას".

პოსტონოვი ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებდა სამსახურებრივ-საბრძოლო ამოცანებს უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციის" ზონაში. "დაჯგუფება "V"-ს შემადგენლობაში ის იერიშით მიიწევდა გოსტომელისკენ, შემდეგ მონაწილეობდა ხარკოვის ოლქისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რიგი ქალაქების და დასახლებული პუნქტების გათავისუფლებაში", - წერს ვეტერანთა საბჭო.

პოლკოვნიკი პოსტნოვი მუშაობდა "როსგვარდიაში" მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს პირველი განყოფილების ინფორმაციის რეაგირების ჯგუფის უფროსად, ასევე რაიონული გაზეთის, "ფხიზელი გუშაგისა" და ჟურნალის, "საბრძოლო პოსტზე", რედაქტორად. იგი იყო ეკატერინბურგის სუვოროვის სკოლისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო უნივერსიტეტის კულტურისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

მანამდე უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის თანამშრომელი, პოლკოვნიკი ვლადიმირ ივანოვი დაიღუპა.

41 წლის ვლადიმირ ივანოვი, მემკვიდრეობის საკითხების რეესტრის თანახმად, 25 მარტს დაიღუპა. ნოტარიუსმა, რომელმაც მისი სამემკვიდრეო საქმე გააფორმა, დაღუპულის საცხოვრებელ ადგილად მიუთითა მოსკოვში მდებარე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შენობა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტი საჯაროდ არ დაუდასტურებია. ასევე უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა პოლკოვნიკი ვლადიმირ ივანოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG