Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან გერმანიისთვის „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდება 40%-ით შემცირდა


გაზპრომისცნობით, 40%-ით შემცირდა გერმანიისთვის გაზის მიწოდებაჩრდილოეთის ნაკადისგაზსადენით. მიზეზად მან დაასახელა ის, რომ კომპანია Siemens-ის ერთ-ერთი გაზის ტურბინა, რომელიც შესაკეთებლად იყო გაგზავნილი კანადაში, რუსეთს აღარ დაუბრუნდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისთვის დაწესებული სანქციების გამო.

გაზპრომიმზად არის, დღე-ღამეში მხოლოდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდება უზრუნველყოს ნაცვლად ჩვეული 167 მილიონი კუბური მეტრისა. როგორც აცხადებენ, ასეთი ვითარება მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გერმანიის ხელისუფლებამ დაახლოებით 10 მილიარდი ევრო ჩადო Gazprom Germania-ში, რუსეთისგაზპრომისყოფილ შვილობილ ფირმაში, რათა ის გაკოტრებისგან ეხსნა. ამის შესახებ Bloomberg-ი და Reuters- წერენ წყაროებზე დაყრდნობით.

გერმანიის მთავრობაში დაადასტურეს გეგმის არსებობა, რომლის მიხედვითაც კომპანიას კრედიტს გამოუყოფს ერთ-ერთი სახელმწიფო ბანკი, მაგრამ ზუსტი თანხა არ დაუსახელებიათ.

კომპანიას აპრილიდან მართავდა გერმანიის ენერგეტიკის რეგულატორი. ეს მდგომარეობა სექტემბერში უნდა დასრულდეს. როგორც იტყობინებიან, გერმანიის ხელისუფლება აპირებს, გააგრძელოს ეს ვადა და კომპანიას სახელი შეუცვალოს. მაგრამ, წყაროების თანახმად, კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა კომპანიის სრული ნაციონალიზაციის გეგმებზე, ვინაიდან ასეთმა გადაწყვეტილებამშეიძლება განარისხოსრუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ამასთან, ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი კომპანიის სრულ ნაციონალიზაციას მოითხოვდა. Gazprom Germania-სა და მის შვილობილ კომპანიებს გერმანიაში ეკუთვნით გაზის საწყობები და გაზის სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც ამარაგებს კრიტიკულად მნიშვნელოვან დარგებსაც, მათ შორის ჯანდაცვის სფეროსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG