Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვამ "ყირიმის ხიდის" დეტალური ტექნიკური დოკუმენტაცია მოიპოვა. მოსკოვი აცხადებს, რომ ხიდს საფრთხე არ ემუქრება


უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებმა მოიპოვეს ქერჩის სრუტეზე გამავალი "ყირიმის ხიდის" მშენებლობის დეტალური ტექნიკური დოკუმენტაცია. ეს ცნობა საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც ხიდს "უკრაინული სამხედრო გეგმის ნომერი პირველი სამიზნე" უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა დიმიტრი მარჩენკომ. გენერალმა განაცხადა, რომ ხიდი "რეზერვების გადასროლის გზაა" და თქვა, რომ საჭიროა მათ ეს გზა „მოვუჭრათო“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი "ცნობად იღებს" ყირიმის ხიდის განადგურების შესახებ მომდინარე საფრთხეებს.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ნახევარკუნძულის კრასნოდარის ტერიტორიასთან დამაკავშირებელი "ყირიმის ხიდის" უსაფრთხოება გარანტირებულია სამხედროების მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG