მიმდინარე, 2022 წელს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი 37%-ით გაიზარდა და 7 მილიარდამდე აშშ დოლარი შეადგინა, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი არიან თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 20 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, ხოლო 4,8 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.
3 მთავარი საექსპორტო საქონელია:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 465.9 მლნ. აშშ დოლარი;
- ფეროშენადნობები - 285.7 მლნ. აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები - 191.0 მლნ. აშშ დოლარი.
3 მთავარი საიმპორტო საქონელია:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 461.2 მლნ. აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები - 454.7 მლნ. აშშ დოლარი;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 371.8 მლნ. აშშ დოლარი.
უკრაინაზე თავდასხმის პარალელურად, მიმდინარე წელს რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 554 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 40.5%-ით მეტია.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის წილი კი დაახლოებით 210 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია.
დაწერეთ კომენტარი