Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

VTB ბანკის ხელმძღვანელი: გავდივართ მხოლოდ საქართველოდან


ანდრეი კოსტინი
ანდრეი კოსტინი

VTB-ის ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა დაადასტურა, რომ სანქციებში მოქცეული რუსული ბანკი ტოვებს ქართულ ბაზარს.

„ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არსად არ ვყიდით [შვილობილ ბანკებს], არსად. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან დავრჩით. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან გავდივართ, მაგრამ იქ ცოტა სხვა ვითარებაა. ხოლო აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთში, ინდოეთში ჩვენ ვრჩებით და ხელს ვუწყობთ ეროვნულ ბანკებთან, ადგილობრივ ბანკებთან ურთიერთქმედების საკითხს, რათა ვიყოთ ძირითადი ბანკი ანგარიშსწორებისთვის ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნულ ვალუტაში. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ბიზნესის პერსპექტივებს ამ ქვეყნებში“, - განაცხადა კოსტინმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.

რუსული ბანკის საქმიანობაზე სანქციების გავლენაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ბევრი რამ მტკივნეულია“.

„ჩვენ არ გაგვითვლია სანქციების ყველა შედეგი, მაგრამ ჯერჯერობით არის მთავარი შედეგი: სანამ ცოცხლები ვართ და ვმუშაობთ, ვფიქრობ, რომ შევძლებთ გაგრძელებას“, - თქვა კოსტინმა.

„VTB ბანკის“ საქართველოს ფილიალს ჩამოერთვა ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურების უფლება. საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გადაეცა „ბაზისბანკს“, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“.

XS
SM
MD
LG