Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სევეროდონეცკი და მისი შემოგარენი რჩება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ადგილად


უკრაინის არმიის სამხედრო ქალაქ სევეროდონეცკში. 2022 წლის 19 ივნისი

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინის ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სევეროდონეცკსა და მის შემოგარენში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ქვედანაყოფები სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დასამყარებლად ცდილობენ უკრაინის თავდაცვის ძალები ბლოკადაში მოაქციონ დასახლებულ პუნქტებთან, ბოროვსკოესა და ვორონოვოსთან.

ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის ცნობით, სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლები გრძელდება და ამასთან, რუსეთის სამხედრო ძალები უახლოვდებიან მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკს და შეტევისას იყენებენ არტილერიას, ტანკებს და ავიაციას.

ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სამხედრო ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს უკრაინის ამ ქალაქზე კონტროლის დამყარება სჭირდება, რათა გამოაცხადოს, რომ ლუგანსკის ოლქი მთლიანად „გაათავისუფლა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG