Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მიწისძვრას ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე პაქთიკის პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრას ემსხვერპლა სულ მცირე 920 ადამიანი, დაშავებულია 600-მდე. ამის შესახებ იუწყებიან სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო და ოფიციალური პირები 22 ივნისს.

დაღუპულთა შესახებ მონაცემი გაავრცელა სააგენტო "ბახტარმა" და ის შემდეგ დაადასტურა თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მან "როიტერსს" უთხრა, რომ არის კიდევ ასობით დაშავებული ადამიანი.

მსხვერპლის შესახებ ცნობები ვრცელდება აღმოსავლეთის სხვა პროვინციებიდანაც, მათ შორის ნანჰარჰარიდან და ხოსტიდან. მაშველები ადგილზე ვერტმფრენებით ჩადიან. კატასტროფის ფონია ავღანეთის იზოლირება მას შემდეგ, რაც გასული წლის აგვისტოში იქ ხელისუფლებაში თალიბანი მოვიდა, ქვეყნიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების გასვლის მერე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG